"არ ინერვიულოთ, ყველაფერი მაგრად იქნება" - კახა კალაძე

ეს პერსონა

არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, უბრალოდ მთავარია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, ვიყოთ უფრო ყურადღებით, -  ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გლდანში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ,  Facebook live-ის საშუალებით გააკეთა.

"კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ იმ თემებს, რასაც ზოგადად დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი რჩევები, მოვიერიდოთ ხალმხრავალ ადგილებს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებს. ჰიგიენას განსკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, ხშირად დავიბანოთ ხელები. რა თქმა უდნა მეგობრებთან, ადამიანებთან შეხვედრისას, არაა უცილებელი ხელის ჩამორთმევა გადაკოცნა და ა.შ. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, უბრალოდ მთავარია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, ვიყოთ უფრო ყურადღებით", - განაცხადა კალაძემ. 

31
0
1
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top