დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ეს პერსონა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. CNN-ის ინფორმაციით ტესტის პასუხი უარყოფითია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვირუსზე ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდინავნს და დელეგაციის რამდენიმე წევრს COVID-19 დაუდგინდა. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ბრაზილიის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.

13 მარტს, დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიღებით, აშშ-ის ფედერალური მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ფინანსურ სახსრებზე, კერძოდ, 42 მილიარდ დოლარზე წვდომა მიიღო. ასევე მიღებულ იქნა საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top