საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 20 მარტამდე გახანგრძლივდება

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად ორ ქვეყანას შორის ფრენები გახანგრძლივდება მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.

ფრენების გაუქმებას თურქეთის მხარე საქართველოსთან 14 მარტიდან გეგმავდა, თუმცა შეთანხმების თანახმად ვადა გახანგრძლივდა.

„თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც “თურქეთის ავიახაზების” საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ. მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.

გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე."- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top