პირველადი შედეგებით, საქართველოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ეს პერსონა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, ორ პაციენტთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანი გამოჯანმრთელდა.

„პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი თუ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტის შემთხვევაც პირველი მსგვასად ირანში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება

6
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top