თბილისის საბავშვო ბაღებიდან მშობლები ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების წაღებას შეძლებენ

ეს პერსონა

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე მშობლები ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების წაღებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, როგორც ეს მოხდება უფასო სასადილოებთან მიმართებაში. დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება“, - აღნიშნა კალაძემ.

7
1
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top