ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

ეს პერსონა

ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან 7 პირი გადაყვანილია კარანტინში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

0
1
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top