ამსტერდამში, კორონავირუსის საფრთხის გამო, წითელი ფარნების ქუჩის კლუბები იხურება

ეს პერსონა

ამსტერდამში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წითელი ფარნების ქუჩაზე განთავსებული კლუბები იხურება. ამის შესახებ The New York Times წერს.

კლუბების მმართველ კომპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოების გამო, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.

ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდებში ახალი ტიპის კორონავირუსის 959 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 12-ს აღწევს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top