"ყველანი ვართ თვითიზოლაციაში..." - კორონავირუსით დაინფიცირებული 3 ტურისტი გუდაურის ერთ-ერთ რესტორანში ხშირად დადიოდა

ეს პერსონა

დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი, -  ამის შესახებ რესტორან –  “მთვრალი ალუბალის" ადმინისტრაცია "ფეისბუქზე" წერს.

“ ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში.

ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას ...
ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება ...

გისურვებთ ჯანმრთელობას“–  აღნიშნულია რესტორნის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

განახლება: ცოტა ხნის წინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიმა ტურისტების კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

0
1
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top