ზურაბ ჭიაბერაშვილი: სამწუხაროდ, არცთუ სასიამოვნო ინფორმაციის ნაკადი გველის

ეს პერსონა

საზოგადოებას, როგორც ადამიანს ინდივიდუალურად ურჩევნია მიიღოს ინფორმაცია სრულად, თუნდაც მძიმე, ვიდრე იყოს გაურკვევლობაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ჭიაბერაშვილი მიუთითებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევის შესახებ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მკაფიოდ და ღიად არ საუბრობენ.

"ლიდერობა და მართვა ნიშნავს, რომ საზოგადოებას მკაფიოდ და სრულად ელაპარაკო მაშინაც, როდესაც ინფორმაცია არცთუ სასიამოვნოა. არცთუ სასიამოვნო ინფორმაციის ნაკადი კი გველის, სამწუხაროდ 

არავის ბრალი არ არის, რომ ვირუსი კონტროლის ზღუდეებს არღვევს. ისიც მესმის, რომ როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ათეულები ან ასეულებია (კარგია, რომ მაგ წერტილში არ ვართ), ვეღარ ჩამოთვალო - სად, როგორ, რა პერიოდში...

მაგრამ დაუშვებელია, საზოგადოება ამყოფო გაურკვევლობაში მაშინ, როდესაც საუბარი გუშინდელ 3 ახალ შემთხვევაზეა. მით უმეტეს, თუ ვირუსმა კონტროლის ზღუდე გაარღვია.

საზოგადოება არ დამშვიდდება პასუხგაუცემელი კითხვებით. პირიქით, არარაციონალური ქცევა უფრო მეტად გაიზრდება.

საზოგადოებას, როგორც ადამიანს ინდივიდუალურად ურჩევნია მიიღოს ინფორმაცია სრულად, თუნდაც მძიმე, ვიდრე იყოს გაურკვევლობაში", - წერს ჭიაბერაშვილი.

0
2
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top