კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გმირი - თენგიზ ცერცვაძე იუბილარია

ეს პერსონა

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი,  თენგიზ ცერცვაძე იუბილარია. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი,  იმუნოლგი  დღეს 72 წლის გახდა.  

შესაძლოა ბევრმა ადამიანმა არ იცოდეს მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორისა და იმუნოლგის განვლილი გზა: 
თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. მისი თაოსნობით დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი. 
ადამიან, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა, აღმზრდელობით საქმიანობასაც ეწეოდა.  1997-2006წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი, ხოლო 2006 წლიდან კი სრული პროფესორი იყო. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი. 

მისი ბიოგრაფიის შევსება კიდევ ბევრი ცნობით არის შესაძლებელი, მაგრამ ალბათ ჩვენი მკითხველისთვის ისიც საკმარისია,  რომ 72 წლის პროფესიონალი ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად ძალისხმევას არ იშურებს. 
 

33
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top