გუდაურში მოგზაურობის ისტორიის მქონე ტურისტებს კორონავირუსი დაუდგინდათ

ეს პერსონა

 გუდაურში მოგზაურობის ისტორიის მქონე  ტურისტებს კორონავირუსი დაუდგინდათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტს ვირუსი ჩეხეთში, მეორეს კი, სლოვაკეთში დაუდასტურდა. კასრაძის ცნობით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გუდაურში  ზოგიერთ დაწესებულებას თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია მიეცა .

"გუდაურთან დაკავშირებით

ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
❗️ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან
❗️საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის", - წერს "ფეისბუქზე" კასრაძე.

როგორც ცნობილი გახდა, ტურისტები რამდენიმე დღის წინ, გუდაურის ერთ-ერთ რესტორანში, "მთვრალ ალუბალში" იმყოფებოდნენ. დაწესებულების  ორი  თანამშრომელი თბილისში გამოკვლევაზე გადაიყვანეს, სხვა თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, რესტორანი კი დაკეტეს.

შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული შინაარსის პოსტი ანა კასრაძის "ფეისბუქ" გვერდზე აღარ იძებნება.

 

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top