საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

ეს პერსონა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დროზე ადრე იხურება.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ სერვისის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.

„ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა პრესსპიკერმა ბრიფინგზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top