ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია

ეს პერსონა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია და დამატებითი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.

„კახეთში ის არ იმყოფებოდა, ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში, მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლებითაც ის გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართია, სადაც დრო გაატარა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩეხ ტურისტს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთში მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტო-მასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელ მარშრუტზეც იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენეის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს,რათა გუშინვე მოეხდინათ ყველა იმ პირის იზოლირება, რომლებიც ამ ადამიანთან იმყოფებოდნენ კონტაქტზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top