თბილისში, კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა

ეს პერსონა

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.   შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე, გამთენიისას მოხდა. დაშავებულია მედპერსონალი.

შინაგან სქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top