პაატა იმნაძე: ხანდაზმულ მოქალაქეებს მოვუფრთხილდეთ, მივცეთ ფუფუნება, რომ ისხდნენ სახლში

ეს პერსონა

პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს კვლევა, არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხეული გადაცემის შემთხვევები. იმნაძემ ასაკოვან მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართა, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

„მესამეული გადაცემები უკვე ნამდვილად დაფიქსირებულია ქვეყანაში. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები არის თუ არა ქვეყანაში, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ყველა, ვინც არის ასაკოვანი და მხცოვანი თანამემამულე, მაქსიმალურად იყვნენ სახლებში, თვითიზოლაციაში და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. ხანდაზმულ მოქალაქეებს მოვუფრთხილდეთ, მივცეთ იმის ფუფუნება, რომ ისხდნენ სახლში. მაქსიმალურად დავეხმაროთ იმით, რომ წამლები დასჭირდებათ თუ სხვა რამ, მივუტანოთ“, - განაცხადა იმნაძემ.

 

4
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top