სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეს პერსონა

სომხეთში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ სომხურ მედიაზე დაყრდნობით, Bloomberg წერს.

შეზღუდვების მიხედვით, იკრძალება სომხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა. ამ პერიოდში დახურული იქნება სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. მხარეები შეთანხმდნენ რომ ორ ქვეყანას შორის ავია მიმოსვლას შეზღუდავდნენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა გამოვლინდა.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top