გიორგი კეკელიძე: ყოველდღე ბიბლიოთეკის შესასვლელთან ხუთი ახალი წიგნი დაგხვდებათ - წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ

ეს პერსონა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეიდან მოქალაქეებს შეეძლებათ  "ეკვილიბრიუმის" ფონდიდან წიგნები უფასოდ მიიღონ. უფრო კონკრეტულად, გაეცანით კეკელიძის "ფეისბუქ" პოსტს:

"ბოდიში,   შესაბამისად რომ ვერ გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილით 10 საათზე, ბიბლიოთეკის შესასვლეთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში, თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში.
მადლობა თქვენ მოთმინებისთვის!
მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის!
კორონა წავა მალე!"

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კორონავირუსის საფრთხის გამო, პირველ აპრილამდე მუშაობას აჩერებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top