საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სულ 34 შემთხვევა დადასტურდა, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 64.

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top