ტაჯ მაჰალი კორონავირუსის გამო ვიზიტორებისთვის დაიხურა

ეს პერსონა

ინდოეთში, ტაჯ მაჰალი კორონავირუსის საფრთხის გამო, ვიზიტორებისთვის დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN travel ავრცელებს. 

ინდოეთში ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან ერთად  ყველა მუზეუმი 2020 წლის 31 მარტამდე დაიხურება - ამის შესახებ ტვიტერზე ქვეყნის ტურიზმის მინისტრმაც დაწერა.

ამ დროისთვის, ინდოეთში კორონავირუსის 114 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 2 ფატალურად დასრულდა.

ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ახალი ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top