თბილისში ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აიკრძალება. 

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება მეტრო და მერიის ტრანსპორტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სულ 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

0
0
0
4
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top