კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სპორტული დარბაზებისა და სპაცენტრების მუშაობა შეიზღუდება

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სპორტული დარბაზებისა და სპაცენტრების მუშაობა შეიზღუდება.

„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები შეზღუდვის, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში, რაც მოგვცემს საშუალებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top