პრემიერი კორონავირუსზე: გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება

ეს პერსონა

დღეს ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ეფექტურად ვახორციელებდით დაავადების განვითარების შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  დღეს შედგა შემდგომი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

"ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად.

ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ხაზსგამით აღვნიშნავ, რომ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ შეჩერების ეტაპიდან. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის, ეს დავალებები გაიცდა, ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს ” - განაცხადა გახარიამ.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top