კახა კალაძე: მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მიკროავტობუსის მძღოლები არასამუშაო პერიოდში, მინიმალური შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ

ეს პერსონა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები მინიმალური შემოსავალის გარეშე არ დარჩნენ.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა გამონახულ იქნეს გარკვეული ფინანსური რესურსი და არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.

4
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top