ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

ეს პერსონა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია. კენჭისყრა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

პლენარულ სხდომას თავად ნინო ქადაგიძეც დაესწრო. მან საკუთარი ხედვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა, სადაც მისი მოსმენა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top