ფლორიდის სანაპირო კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად ხალხითაა სავსე - ვიდეო

ეს პერსონა

კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და სხვადასხვა პრევენციური ღონისძიებების მიუხედავად, შაბათ-კვირას ფლორიდაში, Clearwater-ის სანაპირო დამსვენებლებით იყო სავსე. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, გარუჯვის მოყვარულებმა დასვენების დღეები ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე გაატარეს. გამოცემა სანაპიროზე გადაღებულ ვიდეო კადრებს აქვეყნებს,  სადაც ასახულია თუ როგორ ისვენებენ სანაპიროზე დამსვენებლები.  

უნდა აღნიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო აღმოსავლეთ ნაწილში პლაჟები დახურულია. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. 

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინფიცირების 4 744 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილია - 93 ადამიანი.

 

Aerial photos of Clearwater Beach, Florida, this weekend show the crowds who still came out, despite coronavirus warnings

0
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top