კორონავირუსის პანდემია, შესაძლოა, ორ წელიწადს გაგრძელდეს - რობერტ კოხის ინსტიტუტმა COVID-19-ის საფრთხის დონე გაზარდა

ეს პერსონა

გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა კორონავირუსის საფრთხის დონე გაზარდა. როგორც  ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლოთარ ვილერმა განაცხადა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინსტიტუტის მიერ აღრიცხულ რიცხვს. მისივე განცხადებით,  პანდემია შესაძლოა, ორ წელს გაგრძელდეს. 

"აქამდე ინფიცირების რისკს მოსახლეობისთვის ინსტიტუტი "ზომიერად" აფასებდა, ამჟამად კი გერმანიაში არსებულ რისკს ვაფასებთ, როგორც "მაღალს".

ჩვენ შევნიშნეთ, რომ კარგად აღჭურვილი კლინიკებიც კი ამჟამად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, რომ შევწყვიტოთ ინფექციის ნებისმიერი შესაძლო ჯაჭვი", - განაცხადა ვილერმა. 

 ვილერი ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში პლანეტის მოსახლეობის 60-70% კორონავირუსით დაინფიცირდება, გამოჯანმრთელდება და იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

0
8
24
17
30
კომენტარები
ეს პერსონა
Top