აფგან მუხთარლი თავისუფალია

ეს პერსონა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს.  ჟურნალისტის  ძმამ, რამზან მუხთარლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ჩემი ძმა აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს. ის პირდაპირ გადაიყვანეს აეროპორტში და წაიყვანეს გერმანიაში“, - წერს მუხთარლი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის სასჯელის ნაწილი პირობითი მსჯავრით შეეცვალა.

ცნობისთვის,ზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top