გიორგი გახარია: გვაქვს რისკი გადაცემის და გავრცელების

ეს პერსონა

გვაქვს რისკი გადაცემის და გავრცელების, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"რა განსხვავებაა გუშინდელ დღესა და დღევანდელს შორის. გუშინ, გუშინწინ ჩვენ ვებრძოდით იმპორტირებულს, დღეს ჩვენ უკვე აშკარად გვაქვს რისკი გადაცემის და გავრცელების, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. ეს უკვე სხვა რეჟიმს ნიშნავს, სხვა მენეჯმენტია ჩასართავი, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემას" - განაცხადა გიორგი გახარიამ.   

პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს მეოთხეული გადაცემის რისკს და ამ შემთხვევაში დასაწესებელ მკაცრ შეზღუდვებს.

"ეს ახალი რეჟიმი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ გვექნება მეოთხეული გადაცემა ვირუსის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შანსები დავადგინოთ პირველი წყარო მცირეა, ქვეყანაში გვეწყება შიდა გავრცელების რისკი, შიდა გავრცელება ნიშნავს, და  ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ, არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა. შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც უნდა ქონდეს მთავრობას იქნება სხვა,  იქნება უფრო მკაცრი. მთავრობა მუშაობის 24 საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უკვე გადასულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top