გიორგი გახარია: ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად

ეს პერსონა

"როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს  გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში",  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს  გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს გავრცელების რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

1
0
1
9
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top