ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის გამო გადაიდება

ეს პერსონა

ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიაში 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადაიდება. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიები დღეს შეთანხმდნენ.

 ჩრდილოეთ მაკედონიამ კორონავირუსის გავრცელების გამო პრევენციული ზომები უკვე აამოქმედა. ქვეყანაში საზოგადოებრივი შეკრებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება აიკრძალა. ქვეყანამ ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ნაწილი დაკეტა.

ბოლო მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის 26 შემთხვევაა აღრიცხული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top