ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს

ეს პერსონა

"როგორც კი ბაზარზე გაჩნდება კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი, საქართველო მას ერთ-ერთი პირველი მიიღებს", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„კომპანია „გილეადის“ შექმნილ პრეპარატთან დაკავშირებით ჩინეთში მიმდინარეობს გამოცდა, მაგრამ ის ამ ეტაპზე რეგისტრირებული არაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მწარმოებელთან. ის მზად არის პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ ის ჩვენ გადმოგვცენ, თუმცა ზუსტი ვადები ჯერ არავინ იცის. ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ყველა დაავადებული აუცილებლად ამ პრეპარატით მკურნალობას საჭიროებს. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა, საქართველოში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეს პაციენტები განვკურნოთ, თუმცა როგორც კი ბაზარზე დარეგისტრირდება პრეპარატი, ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიიღებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ დაადასტურა, რომ მთავრობა კომპანია „გილეადთან“ ამ პრეპარატის შეძენასთან დაკავშირებით კომუნიკაციას ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.

5
1
0
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top