"მთავარი არხის" ჟურნალისტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ეს პერსონა

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი კარანტინში 11 მარტს გადაიყვანეს. ამის მიზეზი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან ვაჩიბერაძის კონტაქტი გახდა. ნოზაძე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც ჟურნალისტი რეპორტაჟის მომზადების მიზნით მასთან მივიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნოზაძე ახალი ტიპის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ირაკლი ვაჩიბერაძემ "ეS პერსონასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მან ინფორმაციის მიღებისთანავე თვითიზოლაციის ზომას მიმართა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტის თქმით, ის კარანტინში 24 მარტამდე დარჩება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top