რუსი მწერალი და პოლიტიკოსი ედუარდ ლიმონოვი გარდაიცვალა

ეს პერსონა

77 წლის ასაკში ცნობილი რუსი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ედუარდ ლიმონოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგი 1970 წელს საბჭოთა კავშირიდან ემიგრირდა აშშ-ში, სადაც მუშაობდა გაზეთში "Новое русское слово". ლიმონოვი ავტორია რომანისა „ეს მე ვარ - ედიჩკა“, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა.

გორბაჩოვის „გარდაქმნის“ შემდეგ აღიდგინა საბჭოთა მოქალაქეობა და დაბრუნდა რუსეთში. მონაწილოებდა 1993 წლის მოვლენებში, უზენაესი საბჭოს მხარეზე. ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან ერთად დააფუძნა ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია, რომელიც რუსეთში აკრძალეს, როგორც ექსრემისტული.

2003 წელს ლიმონოვი დააპატიმრეს და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ედურად ლიმონოვი იყო ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური კოალიციის „სხვა რუსეთი“ ("Другая Россия") ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვთან და მიხაილ კასიანოვთან ერთად. მისი შთაგონებით შეიქმნა მოძრაობა „სტრატეგია-31“, რომელიც ყოველი თვის 31 რიცხვში მოსკოვში მართავდა მიტინგს კონსტიტუციის 31-ე მუხლის- შეკრების თავისუფლების- დასაცავად. ყველა აქცია იწყებოდა და მთავრდებოდა ლიმონოვის დაკავებით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top