კორონავირუსი ევროპის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა

ეს პერსონა

ახალი ტიპის კორონავირუსი ევროპის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა. მონტენეგრო იყო ბოლო ქვეყანა, სადაც ვირუსი არ ფიქსირდებოდა, თუმცა დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა კორონავირუსის ორი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

”საუბარია ორ ქალზე. ერთი დაიბადა 1948 წელს, მეორე - 1973 წელს. ორივე მათგანი იყო ეპიდემიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში”, - თქვა დუშკო მარკოვიჩმა.

კორონავირუსის დაფიქსირებამდე მონტენეგროს ხელისუფლებამ საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურა, აკრძალა მასობრივი ღონისძიებები, შეზღუდა მონტენეგროში რამდენიმე ქვეყნიდან შესვლა. გარდა ამისა,  ნაწილობრივ შეჩერდა საჰაერო, სარკინიგზო და ავტობუსის მომსახურება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top