პაატა იმნაძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემთხვევების ზვავისებური მატება თავიდან ავირიდოთ

ეს პერსონა

ბევრი კითხვა გამოიწვია, 35 შემთხვევაზე რატომ ვამბობთ ამას, ჩვენ ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არა მარტო ციფრებით, არამედ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვერჩია მთავრობისთვის, გადავსულიყავით შემდეგ ფაზაზე, ანუ გავრცელების შენელების ფაზაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ  პირველი არხის ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე განმარტებით,  ეს ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოოთ ის, რაც მოხდა ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც მოკლე დროში შემთხვევების უკონტროლო, ზვავისებური მატება დაიწყო.

"ეს არის ყველაფერი გაკეთებული, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოოთ ის, რაც მოხდა ძალიან ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც შემთხვევების უკონტროლოდ ზრდა დაიწყო უცბად, ზვავისებური მატება შემთხვევების. სწორედ მიტომ გახდა  დამატებითი ღონისძიებების მიღება საჭირო, მათ შორის გარკვეული შეზღუდვების გაფართოება, ვთქვათ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე, გარკვეული იმ ობიექტების დამატება შეზღუდვებში, რომლებშიც ადრე არ იყო შეზღუდვები, სადაც ადამიანები იკრიბებიან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ქვეყანაში შემთხვევების ზვავისებური მატება, რისი გამოცდილებაც არის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში“ ,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

3
0
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top