რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადა

ეს პერსონა

რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს რუსეთიდან გამოძევების შედეგად დაზარალებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი კომპენსაცია გადაუხადა. ინფორმაციას საია ავრცელებს.

2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კომუნიკაციის ფარგლებში საიამ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა.

„2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა. პარალელურად, 2019 წლის 19 ნოემბერს საიამ წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს. წარდგენილ კომუნიკაციაში საია აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ მიკუთვნებული კომპენსაცია მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი მონაცემები მიაწოდეს. დამატებით საია ასაბუთებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

2019 წლის 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. მაშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ რუსეთმა ეს თანხა დაზარალებულ ქართველებს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს.

ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. რუსეთს ეს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

0
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top