მსოფლიოში კორონავირუსის 200 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოს 170 ქვეყანაში 200 ათასს გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით, სულ 204 610 შეადგინა. 

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 113 475 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 6 434 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 82 866 ადამიანი განიკურნა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა - 69 614 ჩინეთის მოქალაქეა.

ვირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4%-ს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 8 269 ადამიანი იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top