ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ეს პერსონა

ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინსტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გარდაცვლილი 74 წლის ქალია და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 

" ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, შემქნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

1
0
1
26
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top