7 მიზეზი, რის გამოც თანამედროვე მამაკაცი უცოლოდ რჩება

ეს პერსონა

⬤ თქვენ გგონიათ, თანამედროვე მამაკაცებს დაოჯახების იმიტომ ეშინიათ, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ? - არამც და არამც! 

აი, ის მთავარი 7 მიზეზი, თუ რატომ  ამჯობინებენ თანამედროვე კაცები მარტოობას:

 

1. არ არიან თავდაჯერებულები

მამაკაცს, რომელიც თავდაჯერებული არ არის,  პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინია. უმეტესობას ქალებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაც არ ეხერხება. მათ თავის შედარება სხვა მამაკაცებთან უწევთ, რასაც  სოციალური ქსელების გავლენა კიდევ  უფრო ამზარფრებს. იქიდან გამომდინარე, რომ  მამაკაცების უმეტესობა ძალიან თვითკრიტიკულია, მათთვის, მარცხის შიში  თავზარდამცემია.

 

2. არ იციან, როგორ მოახდინონ შთაბეჭდილება

უწინ კაცებს ქალის მოსახიბლად ბევრი შრომა არ უწევდათ, რადგან  ამ "მისიას" საკუთარ თავზე მშობლები იღებდნენ. დღევანდელ რეალობაში კი ყველაფერი შეიცვალა. დღესდღეობით კაცებს ისიც კი უჭირთ,  როგორ გააბან ელემენტარული საუბარი ქალბატონთან, დახვეწილ ფლირტზე კი, ლაპარაკიც ზედმეტია.

 

3. მუდმივად ცდილობენ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას
 

ადამის შთამომავლები დღეს ოჯახის შექმნას აღარ ჩქარობენ, რადგან  საზოგადოება,   რიგ საკითხებში ლომის წილ პასუხისმგებლობას, მაინც მამაკაცს აკისრებს. შეცდომის დაშვების ან რჩეულის თვალში დამცირების შიში,  მამაკაცის გონებას პრაქტიკულად პარალიზებულ მდგომარეობაში აყენებს.

 

 

 

 4. აუარებელი შრომა
 

თანამედროვე კაცი სიყრმიდან ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვის. ეს მისასალმებელია, მაგრამ ამასთან ერთად,  ისინი ზომიერების გრძნობას კარგავენ. ასეთი კაცები  მზად არიან  უდიდესი დრო, შრომაში გაატარონ, ამიტომ მათ ოჯახის შექმნისთვის აღარ სცალიათ. 

 

 5. მარტო ცხოვრება დღეს უკვე მარტივია
 

რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თანამედროვე მამაკაცს სრულიად არ სჭირდება ქალი საყოფაცხოვრებო კომფორტისათვის. ამისათვის არსებობს სარეცხი მანქანა, რობოტი-მტვერსასრუტი, სამზარეულოს კომბაინი. ურთიერთობისთვის კი, სოციალური ქსელებიც სავსებით საკმარისია.

 

6. იდეალური ქალის მოლოდინი
 

ბევრ მამაკაცს არჩევნის გაკეთების დროს, შეცდომის დაშვების პანიკურად ეშინია.    თავიანთი მეგობრების ცოლების შემხედვარე, შიში უჩნდებათ, რომ ორიოდე წლის მერე, მეუღლე გასუქდება ან მეორე ღაბაბით "დასაჩუქრდება". იმის გაფიქრებაც, რომ ცოლმა შესაძლოა ყოველ დაშვებულ  შეცდომაზე მიუთითოს,   მათ  ქალებისგან დისტანცირების სურვილს აღუძრავს.

 

7. მტკივნეული გამოცდილება
 

უიღბლო სიყვარულის ამბავი არც თუ ისეთი იშვიათობაა -  მტკივნეული გამოცდილება კი,  მამაკაცს ახალი ურთიერთობის დაწყებაში ხელს უშლის.


ფაქტი კი ჯიუტია! სტატისტიკურად, რაც მეტ ხანს ატარებს კაცი მარტოობაში, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ოჯახის შექმნაზე იფიქრებს.
 

სტატიის მთავარ ფოტოზე, ქართველი მსახიობი მიხეილ გავაშელია.
 

0
0
0
2
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top