მოიარე მსოფლიოს 12 მუზეუმი - სახლიდან...

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოს 12 მუზეუმი, რომლებიც ონლაინ ტურებსა და გამოფენებს გთავაზობს

დაგვეთანხმებით, რომ თვითიზოლაციისა და კარანტინში ყოფნის პირობებში, ეს ძალიან პრაქტიკულია.

.............................................................................................................................................................................................................................................

 

1.   ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი

ლონდონის ცენტრში მდებარე მუზეუმი საშუალებას გაძლევთ ვირტუალურად იმოგზაუროთ ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში. აქ შეგხვდებათ, როგორც ეგვიპტური მუმიები, ასევე ასობით სხვა არტეფაქტი. 


2.   ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი


ამერიკული ხელოვნების მუზეუმი Google-ის დახმარებით ორ ვირტუალურ  ტურს გვთავაზობს. პირველი-ამერიკული მოდის ექსპონანტები (1740-დან 1895 წლამდე), რომელიც მოიცავს ტანსაცმლის სტილს კოლონიურიდან რევოლუციურ ეპოქამდე. ხოლო მეორე ტურის მეშვეობით ვირტუალურად გაეცნობით ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვერმერის ნამუშევრებს. 

 

3. Guggenheim Museum, ნიუ-იორკი


Google's Street View-ის ფუნქციის მეშვეობით, შეგიძლიათ ვირტუალურად იმოგზაუროთ Guggenheim Museum-ში, სადაც შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის  ხელოვნების ნიმუშებს: იმპრესიონისტულ, პოსტ-იმპრესიონისტულ და თანამედროვე ნამუშევრებს.

 

 

4.   თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, სეული


თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი კორეაში ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმია, რომელთანაც ვირტუალური წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. თქვენ გელოდებათ ექვს სართულზე განლაგებული თანამედროვე კორეული და ასევე საერთაშორისო ხელოვნების ნამუშევრების ნახვა ვირტუალურად. 

5.    პერგამონის მუზეუმი, ბერლინი


პერგამონი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია. ისტორიული მუზეუმი ვირტუალურად გვთავაზობს უძველესი ხელოვნების ნიმუშების ნახვას, როგორებიცაა ბაბილონის ცნობილი იშთარის კარიბჭე და ძვ. წ. მეორე საუკუნის პერგამონის საკურთხეველი. 

6.    ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი 


მუზეუმში შეგეძლებათ ვირტუალურად დაათვალიეროთ ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოლექცია. კოლექცია მოიცავს 200-ზე მეტ ფერწერულ ნამუშევარს, 500 მონახაზს და 750 პირად წერილს.

 

7.    პოლ გეტის მუზეუმი, ლოს-ანჯელესი

ხელოვნების მუზეუმი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს მერვე საუკუნეში გვამოგზაურებს ვირტუალურად. გამოიყენეთ Street View– ის ტური და დაათვალიერეთ შედევრების უზარმაზარი კოლექცია: ხელნაწერები, ნახატები, ქანდაკებები. 

 

8.   სან-პაულოს ხელოვნების მუზეუმი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, პირველი არაკომერციული მუზეუმია ბრაზილიაში. ვირტუალური ტურის დახმარებით, შესაძლებლობა გეძლევათ დაათვალიეროთ 10 000-ზე მეტი ხელოვნების ნამუშევარი: ისტორიული პერიოდის ნახატები, ქანდაკებები და ასევე, კოსტიუმები. 

 

9.  გალერეა უფიცი, ფლორენცია


ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმი საშუალებას გაძლევთ ვირტუალურად დაათვალიეროთ ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის, მედიჩების ხელევნების ნამუშევრები, ასევე ნახავთ ჯორჯო ვასარის დიზაინით გაკეთებულ დარბაზებს.

 

10.   ანთროპოლიგიის ეროვნული მუზეუმი, მექსიკა

მეზეუმი მოიცავს კოლუმბამდელი პერიოდის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის უნიკალურ კოლექციას, რომლებიც ნაპოვნია მექსიკის ტერიტორიაზე. არ გაუშვათ შანსი, რომ  ვირტუალურად იმოგზაუროთ მუზეუმის 23 ოთახში, სადაც ძველი მაიას ტომის ცივილიზაციასაც გაეცნობით. 

 

11.    Musée d’Orsay, პარიზი

პარიზის გალერეაში ფრანგი მხატვრების ათასობით ცნობილი ნამუშევარი გელოდებათ. ვირტუალური ტურის მეშვეობით, თქვენ იხილავთ ისეთი ცნობილი მხატვრების შედევრებს, როგორებიც არიან: მონე, პოლ გოგენი და პოლ სეზანი. 

 

12.    საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებს არც საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩამორჩება. ეროვნული მუზეუმი ვირტუალურ სივრცეში 360° ეპოქიდან-ეპოქაში გვამოგზაურებს, ამისთვის მუზეუმის გვერდზე შესვლა და ტურის შერჩევაა საჭირო. გარდა ვირტუალური ტურებისა, ეროვნული მუზეუმის სოციალური მედიის არხებით - Facebook, Instagram, YouTube, Twitter, Issuu - გვიზიარებს მუზეუმის მრავალფეროვან კოლექციას, საარქივო მასალებს, სტატიებსა და ონლაინ ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

1
0
3
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top