გარდაიცვალა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა

ეს პერსონა

⬤ გარდაიცვალა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა, მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე ავრცელებს.

"სამეფო კლუბი  სამწუხაროდ იუწყება, რომ გარდაიცვალა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. იგი გახლდათ ბაგრატიონების მუხრანის (ქართლის) შტროს მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის პირველი მეუღლე და მარიამ, ირაკლი და დავით ბაგრატიონ-მუხრან ბატონების დედა და გიორგი ბაგრატიონის ბებია.

ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახი ავრცელებს განცხადებას:

"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება , რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე . სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი ."

სამეფო კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახს!", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

0
0
0
7
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top