2019 წლის ტოპ 10 ყველაზე პოპულარული რეკლამა YouTube-ზე

ეს პერსონა

➤ წარმოგიდგენთ 2019 წლის ტოპ 10 ყველაზე პოპულარულ რეკლამას YouTube-ზე



ბოლო პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცოტას თუ გვახსოვს დრო, როდესაც კორონავირუსზე არ ვსაუბრობდით, არც მესამე მსფოლიო ომზე ხუმრობები იყო აქტუალური... დიახ, საუბარია 2019 წელზე კონკრეტულად კი მის ბოლო დეკადაზე.

2019 წლის მიწურულს ინტერნეტ გიგანტმა Youtube-მა  გამოსცა საინტერესო სია რეკლამების შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად უყურებენ ამავე პლატფორმაზე. სხვა ყველა ამგვარი შემაჯამებელი ჩამონათვალისგან  განსხვავებით, საზოგადოებას ეს უკანასკნელი გამორჩა  და ცოტამ თუ ვიცით, რა რეკლამებია პოპულარული Youtube-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ Youtube-ის სიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტის რეკლამაა წარმოდგენილი, მათ ერთი რამ მაინც ააერთიანებთ - შესრულების კრეატიული ხერხი.

ჩამონათვალი  დაფუძნებულია Youtube-ის გლობალურ სტატისტიკაზე. თუმცაღა "დაგასპოილერებთ" და გეტყვით, რომ ამერიკული ბაზრის რეკლამები სიაში სჭარბობს. ალბათ ეს საკუთრივ ბაზრის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.


#10 NFL

ამერიკული  ფეხბურთის ნაციონალური ლიგის რეკლამა, რომელიც ამავე ლიგის 100 წლის იუბილეს  მიეძღვნა. ლიგამ ეს რეკლამა   კრეატიულ სააგენტო 72andSunny შეუკვეთა და Youtube-ზე, არც მეტი, არც ნაკლები,  8,3 მილიონი ნახვა დააგროვა.


#9 Nike

 "ნაიკი" არც ახლა ღალატობს ტრადიციას და თავის კრედოს  ბოლომდე მიჰყვება.

JUST DO IT - რეკლამაზე კრეატიულმა სააგენტო Wieden & Kennedy იმუშავა. სწორედ ამას მოუწოდებს ქალებს, რომლებიც დიდ სპორტში მოხვედრაზე ოცნებობენ. ვიდეომ Youtube-ზე 11.1 მლნ ნახვა  დააგროვა.

*კამპანიის დასრულების შემდეგ კომპანიის ოფიციალურ არხზე ვიდეო აღარ იძებნება,


#8 Stella Artois

სარეკლამო სააგენტომ Mother New York-მა ლუდის მსოფლიო ბრენდ, Stella Artois-ს  შესანიშნავი რეკლამა დაუმზადა. რეკლამაში  ‘’დიდი ლებოვსკი’’, ასევე ‘’სექსი დიდ ქალაქში’’ მოხვდა.

"ხანდახან უჩვეულო გადაწყვეტილებები უკეთესია" - ამ დევიზით ვიდეომ 13.9 მილიონი ნახვა დააგროვა Youtube-ზე.


#7 Audi USA

Audi-ის  პროვოკაციულ რეკლამებზე ალბათ ყველას გვსმენია - მისმა 2-დოლარიანმა ვიდეომ ათწლეულის წინ მაკეტინგში გადატრიალებაც კი  მოახდინა. ახლა კი Audi ელექტრო ძრავს გვიანონსებს, რომელიც თავისი მაღალტექნოლოგიურობით MARVEL-ის სამყაროდან უფრო გვეგონება. აუდის საჭესთან სარეკლამო კომპანია M/H CCP ‘’ჩვენი მეგობრული მეზობელი’’ SPIDER MAN დასვა.

ეს ყველაფერი კი Youtube-ზე 14.8 მილიონმა დამიანმა ნახა .


#6 Doritos

სარეკლამო კომპანიამ Goodby, Silverstein & Partners-მა "დორიტოსის" რეკლამისთვის ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ბოიბენდი Backstreet Boys დაიხმარა. საკითხავია, რომელმა რომელი "გაარეკლამა" Backstreet Boys-მა  DORITOS-ი თუ პირიქით, მაგრამ ფაქტია რომ ვიდეომ Youtube-ზე  16.7მილიონი ნახვა დააგროვა.


#5 Bosch Global

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გიგანტმა  BOSCH-მა  სანტერესო ჰეშთეგი შემოგვთავაზა. 

#LikeABosch - ამაში მას კრეატიული სააგენტო Jung von Matt დაეხმარა. ჯამში მათი ნამუშევარი Youtube-ზე 23.3მილიონი კაცმა ნახა.


#4 Apple

Apple-მა  კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრეატივისთვის არც ერთი სხვა სააგენტო არ სჭირდება და საკუთარი რესურსითაც შეუძლია გადაიღოს რეკლამა, რომელიც მოცემული პროდუქციის ღირსებებს ხაზს გაუსვავს და Youtube-ზე 31.8მილიონ  ნახვასაც დააგროვებს.


#3 Gillette

ჯილეტის გაგონებისას ყველა მამაკაცს წვერის საპარსი ახსენდება, თუმცა უცნობი სააგენტოს დახმარებით Gillette-მა  შეძლო ამ პატარა ფილმით, რომელმაც 32.8მილიონი  ნახვა დააგროვა, წარმოდგენა მამაკაცზე შეეცვალა.


#2 Hyundai

კორეული  ავტომწარმოებელი  Hyundai საკუთარ რეკლამაში  ყოფით თემებს ეხება და ყველა იმ უხერხულ მომენტს გვახსენებს, რომლებიც ჩვენც შეიძლება გამოვცადოთ. ეს ყველაფერი კი Youtube-ზე 38.9 მილიონმა  ადამიანმა იხილა.


#1 Amazon

თანამედროვე ტექნოლოგიები დღითი დღე მეტ როლს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, ამაზონი გვახსენებს, რომ ყველაფერს არ სჭირდება ულტრა თანამედროვე ტექნოლოგია და ხანდახან, უბრალოდ, პრაგმატულობაც კი საკმარისია. 

Youtube-ზე ეს ყოველივე  39.5მილიონმა  კაცმა ნახა და ამ იდეის განხორციელებაში Amazon-ს Lucky Generals დაეხმარა.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top