კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში - 19 მარტი

ეს პერსონა

⬤ მსოფლიოს 177 ქვეყანა COVID-19-ს ებრძვის
 



➥ საქართველო

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. მათ შორისაა 1 გამოჯანმრთელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ახლა 39 ადამიანი ებრძვის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკარანტინო ზონებში 1592 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262.
 


 


➥ მსოფლიო 

ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიოს 177 ქვეყანაში შეაღწია. დაინფიცირებულთა რიცხვმა 236 926-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა - 9 834-ს. 

მაღალია კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. COVID-19-სგან სულ 86 675 ადამიანი განიკურნა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა - 70 420 ჩინეთის მოქალაქეა.

ამ დროისთვის, დაავადების მიმდინარე ფაზაში 140 417 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 7 178 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის თავდაპირველი ეპიცენტრი იყო, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



➥ იტალია

შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთმა დაამარცხა, თუმცა ახლა გავრცელების ეპიცენტრი ევროპა, უფრო მეტად კი იტალიაა, სადაც ვირუსით ინფიცირების სულ 41 035 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 5 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად მაღალია ჩინეთთან შედარებით. იტალიაში კორონავირუსს სულ 3 405, ხოლო გასულ ერთ დღეში 427 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში 8,3%-ია, ხოლო ჩინეთში - 4%.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top