საქართველოს თავდაცვა ყაზარმულზე გადადის

ეს პერსონა

⬤ 21 მარტიდან, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გადაწყვეტილების  შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და განმარტავს, რომ ეს მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.  ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას.

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის“, - წერს ღარიბაშვილი.

"

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top