10 ვიდეოთამაში რომელიც covid 19-ზე ფიქრის საშუალებას არ მოგცემთ

ეს პერსონა

➥ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბევრი ადამიანი სახლში, თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებისთვის წარმოგიდგენთ 10 თამაშს, რომლითაც სახლში შეგიძლიათ გაერთოთ



#1 League of Legends - ერთ-ერთი  ყველაზე პოპულარული თამაშია ონლან თამაშების ინდუსტრაში. სხვა კონკურენტ ვიდეოთამაშებთან შედარებით,  LOL-ს ყველაზე მეტ დროს უთმობენ ისეთ სტრიმინგ პლატფორმებზე, როგორიცაა თუნდაც Twitch. გასაკვირი არაა, რომ ასეთ თამაშს ბევრი მაყურებელიც ჰყავს.  LAGUE OF LEGENDS - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი  . წელს 205 მლნ ადამიანმა ნახა და ორჯერ გაუსწრო Super Bowl-ის ფინალს ( 98 მილიონი მაყურებელი) . თამაშის გამოსვლის დღიდან არითმეტიკული პროგრესიით იმატებს იმ ადამინთა სია, რომლებიც სწორედ ამ MMRPG- ს ანიჭებენ უპირატესობას. დინამიური გეიმფლეი რთული ტაქტიკა და რაც მთავარია ეს ყველაფერი უფასო. მარტივი ხელმისაწვდომობისა და პოპულარობის გამო  LOL-ს საკუთარი ბიუჯეტი თითქმის 15 მილიარდი ამერიკული დოლარი აქვს.


#2 World of Warcraft  - ღია სამყარო, სადაც თითოეული ადამიანი ერთ პერსონაჟს მართავს. მოთამაშეს შეუძლია ორი დაპირისპირებული ბანაკიდან ალიანსი (aliance) და ურდო (horde), ერთ-ერთი მხარე აირჩიოს. როგორც უკვე ვთქვი თამაში ღია სამყაროა, სადაც ყველას შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა.  მათ შორის, ღია კონტაქტში შევიდეს სხვა მოთამაშეებთან. ეს უკანასკნელი კი თვითიზოლაციის დროს ძალიან გამოგვადგება. WOW-ს  2004 წლიდან იცნობს მომხმარებელი.  ის კომპანია Blizzard Entertainment-ის ნამუშევარია და 2008 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ mmrpg ტიპის თამაში.  კომპანიის მესვეურების ინფორმაციით,  2004 წლიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონი უნიკალური ანგარიშია შექმნილი მოეცმულ თამაშში, თუმცა ეს ზუსტი ინფორმაცია არაა, რდგან Gamespot’s ცნობით world of warcrafts-ის სხვადასხვა ე.წ  ‘’პირატულ’’ ვერსიას მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანი თამაშობს.


#3 Dota 2 - ვიდეო თამაში world of warcraft-ის ბაზაზე კომპანია valvem შექმნა. თამაში ვითარდება სპეციალურ რუკაზე, სადაც ორი ხუთმოთამაშიანი გუნდი ერთმანეთს ებრძვის. პერსონაჟთა ვარიაცია თამაშში საკმაოდ ბევრია და ისინი ხელმისაწვდომია, როგორც გამოცდილი მოთამაშეებისთვის, ასევე დამწყებთათვის. თითოეული  მატჩი საშუალოდ 40 წუთს გძელდება, ამიტომ covid-19-მა შეიძლება ისე ჩაგიქროლოთ ვერც კი გაიგოთ.


#4 PUBG -  ‘’ჩავხტეთ’’ , ‘’დავინოკე’’ , ‘’დამიგდე ‘’ ‘’ დროპია ახლოს’’-  ეს ფრაზები ალბათ გაგვიგია და  ყველამ ვიცით, რომ საუბარია pubg- მობაილზე. დიახ ეს თამაში, რომელის მობილური ვერსიაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.  თამაში 2017 წელს windows - ისთვის გამოვიდა. ამავე წლის დეკემბერში pubg-იმ xbox one მოიცვა . 2017 წელს  ორივე პლატფორმაზე დააახლოებით 29 მილიონი ერთეული გაიყიდა. 2018 წლის მარტისთვის გამოვიდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი მობილური ადაპტაცია, რომელსაც დღეში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი თამაშობს . თამაში რამოდენიმე პრინციპით შეგიძლია ითამაშო, თუმცა ყველაზე პოპულარულია ის მოდი,სადაც 100 მოთამაშე ან ინდივიდუალურად ან 4 კაციანი გუნდით კუნძულზე ხვდება, სადაც მათ ბევრი საშიშროება ელით. ეს პრინციპი ძალიან გავს მხატვრულ ფილმ hunger games  სიუჟეტს. 


#5 Fortnite - 2017 წელს გამოსული კომპიუტერული თამაში, რომელიც თავისი პრინციპიებით ძალიან ჰგავს pubg-ს. მთავარი ამოცანებით თითქმის იდენტურია, თუმცაღა fortnite-ს აქვს ისეთი დამატებითი შესაძლებლობები, რაც მას უნიკალურს ხდის. სამწუხაროდ, ამ თამაშის მობილური ადაპტაცია არ არსებობს, სამაგიეროდ თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ  PlayStation 4, Xbox One, Microsoft Windows, macOS, პლატფორმებზე.

2018 წელს თამაში Academy of Interactive Arts & Sciences ლაურიატი გახდა და გამარჯვებაც მიპოვა ნომინაციაში ‘’გამორჩეული მიღწევები ონლაინ გეიმლფეიში‘’


#6 GTA V - ალბათ, ამ თამაშს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ახსნა, რადგან vice city ქუჩები საკუთარი ქალაქის ქუჩებზე უკეთ ვიცოდით.  რამოდენიმე  წლის წინ კი rockstar games-მა ამ თამაშის მეხუთე ნაწილი გამოუშვა, რომელიც წინა თამაშების მსგავსად ღია სამყაროა და პირდაპირი გაგებით ნებისმიერი რამის კეთება შეიძლება. თვითონ თამაშის სახელიც ხომ ინგლისურიდან როგორც ‘’მანქანების დიადი ქურდი’’ ითარგმნება. სახლში ჯდომისას კი შეგიძლიათ დატკბეთ მშვენიერი პეიზაჟებით , ისეირნოთ "სუპერქარებით” ან შეიპაროთ სამხედრო ბაზაზე და აურზაური მოაწყოთ. GTA ნებისმიერ დროს საუკეთესო არჩევანია. 


#7 Forza Horizon 4  -  Turn 10 Studios მიერ 2018 წელს გამოშვებული თამაში, რომელიც არკადული თამაშების ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენელია და სარბოლო ჟანრში ბოლო დროის ყველაზე პოპულარული თამაში გახდა, რომელმაც თვით  need for speed-საც კი აჯობა. თამაშში არაა არანაირი საზღვრები და შეზღუდვები, საკუთარი ავტოფარეხი 1000 ზე მეტი ავტომობილით შეგიძლიათ შეავსოთ. ეს თამაში ზუსტად გაგრძნობინებთ თუ როგორი მახასიათებლები აქვს მართვისას ახალ Ferrari SF900ს, ან ყველასთვის საყვარელ ლეგენდარულ mercedes W124 AMG-ს.


#8 Counter-Strike - ერთ-ერთი პირველი თამაში იყო 90-იანი წლების თაობისთვის, რoმელიც მულტიფლეიერში თამაშის უფლებას იძლეოდა. თავიდან ლოკალურ ქსელებში ვთამაშობდით ინტერნეტ კაფეებში. რაც  უფრო სწრაფი გახდა ინტენეტი ნელნელა ამ თამაშის საზღვრებიც გაფართოვდა და მოიცვა მთლიანი მსოფლიო.

C.S. G.O. კი ბოლო ვერსიაა Counter-Strike სერიიდან. 2018 წლიდან ეს თამაში სრულიად უფასო გახდა. ასე რომ თამამად ბრონის ჟილეტის ყიდვა არ დაგავიწყდეთ.


#9 Overwatch - შუთერი რეალურ დროში რომელზეც ასევე Blizzard Entertainment-მა იმუშავა. World of warcraft-ის მსგავსაც ეს თამაშიც კარგი გამოვიდა. თამაში თავდაპირველად Windows, PlayStation 4 და Xbox One-ზე  იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა უფრო მეტი ტიპის კონსოლზე შეგიძლიათ ითამაშოთ. თამაში საინტერესოა ბევრი მიზეზის გამო მწარმოებელმა სტანდარტული 5 კაციან გუნდზე უარი თქვა და მოთამაშეების რიცხვი 10-დან 12-მდე გაზარდა. საინტერესოა ისიც, რომ ჩვეულებრივი ‘’ სროლებისგან ‘’ განსხვავებით Overwatch- ში აუცილებელია კონკრეტული მიზნების შესრულება დროის მოკლე მონაკვეთში - იქნება ეს მოწინააღმდეგის დროშის მოპარვა თუ მოძრავი ობიექტის ესკორტი. 


#10 World of Tanks - თამაში რეალურ დროში, რომელიც გაგაოცებთ თავისი რეალურობით. ეს არის შუთერი, სიმულატორი, არკადისა  და ისტორიული ჟანრის ნაზავი. ეს თამაში ბელორუსიაში შეიქმნა კომპანია Wargaming.net-ის მიერ 2010 წელს და დასაწყისისთვის მხოლოდ რუსულენოვანი ანალოგი იყო, თუმცა 2011 წლისთვის ის ევროპის ბაზარზე გავიდა. მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს თერთმეტი სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე ტანკის მოდელი და სხვა მოთამაშეებს დაუპირისპირდეს.  საბრძოლო ველზე. გამოსვლის დღიდან თამაში ბევრად დახვეწილია და დღთიდღე ემატება ტანკების მოდელები. ასე რომ თამამად ეს თამაში ძალიან დიდი რაოდენობით  დროს მოითხოვს, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბევრი გვაქვს 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top