ფილმები, რომლებიც მოსაწყენ დღეებს გაგიმრავალფეროვნებთ

ეს პერსონა

 თვითიზოლაციაში ხართ და მოიწყინეთ? ჩაუჯექით ამ ფილმებს 

..................................................................

ახალი კორონავირუსის გამო ბევრ ადამიანს დისტანციურად მუშაობა უწევს, ზოგი თვითიზოლაციაშია, ზოგიც კარანტინში იმყოფება. გაუქმდა როგი ღონისძიებები, მათ შორის,  ფილმების პრემიერები. ჩვენ შევარჩიეთ რამდენინე ფილმი, რომელთა ნახვასაც თვითიზოლაციის პირობებში გირჩევთ.
    
ოსკროსანი ფილმები: 

 

1. ირლანდიელი /The Irishman - დამერწმუნეთ, ახლა საუკეთესო დროა 3 საათიანი ფილმის სანახავად.

 

2. პარაზიტი/ Parasite- პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი, რომელმაც წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმს ერგო ასევე „ოსკარები“ ნომინაციებში საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი. მხოლოდ ეს აღწერაც საკმარისია, რომ აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში ჩავსვათ.

 

3. ბაჭია ჯოჯო/ Jojo Rabbit - ეს ფილმიც ოსკაროსანია, საუკეთესო ადაპტირებული სცენარით.

 

4. სათამაშოების ისტორია/4Toy Story 4 - ოსკარი, მას საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ერგო. 
ამ ანიმაციის დასახელებიდანაც მიხვდებოდით, რომ მას 3 წინამორბედი ჰყავს ( სათამაშოების ისტორია, სათამაშოების ისტორია 2, სათამაშოების ისტორია 3), რომელთა განმეორებით ნახვა-გადამეორება ძალიან კარგი აზრია „უსაქმურობის“ ჟამს.

 

5. ჯოკერი/Joker - თუ ასე მოხდა, რომ ჯოკერის სანახავად ვერც კინოთეატრში მოახერხეთ წასვლა და სახლშიც აქამდე ვერ ჩაუჯექით, რაღაც ელოდებით? მართლა, ოსკარი ამ ფილმსაც აქვს, მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობი კაცისთვის (ხოაკინ ფენიქსს) და საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური კომპოზიციისათვის.

 

6. ფორდი ფერარი სწინააღმდეგ /Ford v Ferrari- თუ ავტომოყვარული ხარ, ან უბრალოდ გაინტერესებს როგორი იყო ფერარისა და ფორდის ისტორიული დაპირისპირება, ამას საუკეთესო მონტაჟის კატეგორიაში გამარჯვებული ფილმი შემოგთავაზებს.

 

7. 1917 - სემ სემენდესის ფილმი პირველი მსოფლიო ომის დროინდელ დაუჯერებელ ისტორიას მოგვითხრობს. ამ ფილმმა 3 ოსკარი მოიპოვა სხვადასხვა ნომინაციებში.

 

8. პატარა ქალები /Little Women – ფილმის კოსტუმების დიზაინერმა, კარგად შეისწავლა მხატვრის უინსლო ჰემერონის ნამუშევრები და აგრეთვე გაეცნო ფოტოგრაფ ჯულია მარგარეტ კამერონის პორტრეტებს. მას ეს შრომა დაუფასდა და კოსტიუმების საუკეთესო დიზაინში ოსკარი აიღო.

 

9. ამერიკული ქარხანა/ American Factory - თუ დოკუმენტური ფილმები გიზიდავთ, სწორედ ამ ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის ნახვას გირჩევდით.

 

10. ერთხელ ჰოლივუდში/ Once Upon a Time in Hollywood - ანჯელინას ჯოლისთან გაშორების შემდეგ, ბრედ პიტმა სულიერი სიმტკიცე და სიძლიერე დაგვანახა. მას ეს ყოველივე დაუფასდა და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა.

 

Old but Gold - ფილმები

თუ "ოსკარები" პირდაპირ ეთერში ნახეთ და მისი ყველა ნომინანტიც ზეპირად იცით, მოდით ცოტა დროში ვიმოგზაუროთ და ის ფილმები გავიხსენოთ, რომლებიც პირველად ტელევიზორში ვნახეთ.


1.    ამელი /AMÉLIE (2001) - ჟან–პიერ ჟენე თავისებურად გვიღწერს ამელის არაჩვეულებრივ სამყაროს. ოდრი ტატუ თვალწარმტაცი, კაფეში მომუშავე გოგონას როლში, რომელმაც საიდუმლო უნდა ამოხსნას და ნამდვილი სიყვარული იპოვნოს.

 

2.    უკან მომავალში/ Back to the Future (1985) - ეს ფილმი ნამდვილად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და მისი მომდევნო ნაწილების (უკან მომავალშიII, უკან მომავალში III) ნახვის ინტერესსაც გაგიჩენთ.

 

3. როდესაც ჰარი შეხვდა სალისWHEN HARRY MET SALLY (1989) – ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?

 

4.   ბედნიერების კვალდაკვალTHE PURSUIT OF HAPPYNESS (2006) - ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ცხოვრებისეული მოტივაციის მიზეზიც კი  გახდა.

 

5.    ნოთინგ ჰილი/NOTTING HILL (1999) - რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.

 

6.    ეშმაკი ატარებს პრადას/THE DEVIL WEARS PRADA (2006) - სანამ მოდის ინუსტრია დროებით გაჩერებულია, შევიხედოთ მის კულისებში და ვნახოთ, როგორ იქნება ის.

 

7.    პირადი მცველი/THE BODYGUARD (1995) - უიტნი ჰიუსტონისა და კევინ კოსნერის დაუვიწყარი ფილმი.

 

8.    ტიტანიკი/TITANIC (1997) - ბევრი ჩვენგანის ბავშვობა, წარმოუდგენელია ამ ფილმის გარეშე. რამდენჯერ ცრემლი ვერ შევიკავეთ ფილმის დასასრულს. ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეით უინსლეტის განუყრელი მეგობრობაც, ხომ აქედან იღებს სათავეს.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top