2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა

ეს პერსონა

⬤ თსუ-მ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 322-ე ადგილი დაიკავა


 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S.News&World Report-ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში (Best Global University Ranking) 113 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ერთად 322-ე ადგილს იკავებს.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თსუ საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის. ამასთან, დარგობრივი რანჟირებით თსუ-მა ფიზიკის მიმართულებით 22 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი და 256-ე ადგილს იკავებს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top