რომელ ქვეყნებზე უფრო ბედნიერია საქართველო

ეს პერსონა

➤ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 117-ე ადგილზეა



ბედნიერი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო წინა წელთან შედარებით ორი საფეხურით დაწინაურდა და 4 673 ქულით 117-ე ადგილზეა.

საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ირანი, უკრაინა, ეგვიპრე, ინდოეთი, იემენი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი და სხვა.

რეიტინგის სათავეში ფინეთია. მეორე პოზიციას იკავებს დანია. მესამეა შვეიცარია. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ისლანდია და ნორვეგია.

ანგარიშს, სახელწოდებით „მსოფლიო ბედნიერების რეიტინგი“ ყოველწლიურად მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ამზადებს. რეიტინგში გაერთიანებულია 156 სახელმწიფოს მონაცემები. ანგარიშში ქვეყნები შეფასებულია სხვადასხვა მაჩვენებლით. მათ შორის არის მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური დახმარება, კორუფციის დონე და სხვა.

ტეგები:
0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top