რჩევები თვითიზოლაციაში მყოფთათვის

ეს პერსონა

თუ თქვენ თვითიზოლაციაში იმყოფებით, ეს რჩევები გამოგადგებათ ⬇

-----------------------------------------------------------------------------

 

ჩვენ მოტივაციის ასამაღლებლად 5 რჩევას გთავაზობთ:

 

1.    იფიქრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე
გადატვირთული გრაფიკი და ყოველდღიური რუტინა ხშირად საშუალებას არ გვაძლევს კარგად დავფიქრდეთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე. ახლა კი შანსი გეძლევთ გაცნობიერებულად დაგეგმოთ, თუნდაც თქვენი კარიერა. ამისთვის მოიმარაგეთ წიგნები კარიერის დაგეგმარების შესახებ, გაეცანით სხვადასხვა ავტორების რჩევებს ინტერნეტის დახმარებით.  ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ იმის გასაგებად, თუ სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში. 

 

2.   დაუთმეთ დრო ვარჯიშს
ვინ თქვა, რომ სახლში ვარჯიში არ შეიძლება? ან თვითიზოლაციაში ყოფნა კომპიუტერთან მთელი დღის გატარებას და ფილმების ყურებას  გულისხმობს? - დროა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და არ მოადუნოთ სხეული. სახლის პირობებში აპლიკაციების დახმარებით ვარჯიში სავსებით შესაძლებელია.

 

3.   დაეუფლეთ კულინარიას
კორონავირუსის გავრცელების გამო ადამიანების ნაწილმა დიდი ოდენობით პროდუქი მოიმარაგა. თუკი თქვენც მათ რიცხში ხართ, ზუსტად ის დროა დაეუფლოთ კულინარიას და თვითიზოალაციაში ყოფნა ბევრად უფრო საინტერესო გახადოთ. იქნებ თქვენში დიდი კულინარიც კი იმალება. ინტერნეტში განთავსებული ვიდეო გაკვეთილები ზუსტად ისაა, რაც ძალიან გამოგადგებათ.  

 

4.   შეაკეთეთ ძველი ნივთები
ალბათ, ბევრ ადამიანს აქვს ისეთი ნივთები, რომლებიც დაზიანებულია და ამავდროულად გადაგდებაც ენანება.  ცოტა ხნით მოწყდით 'გაჯეტებს' და იზრუნეთ ძველი ნივთების განახლებაზე, რომლებიც ერთ დროს თქვენთვის ღირებული იყო. 

 

5.  უკეთ შეისწავლეთ კომპიუტერული პროგრამები

ზოგიერთი ადამიანისთვის კომპიუტერი და ზოგადად 'გაჯეტები' მხოლოდ ინფორმაციის მოძიებასთან და სოციალურ ქსელის მოხმარებასთან ასოცირდება.  თუ თქვენც მათ რიცხვში შედიხართ, მაშინ წინ ბევრი პროგრამის ათვისება გელოდებათ.  ნუ იფიქრებთ, რომ ესა თუ ის პროგრამა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და თქვენ ამას ვერ დაძლევთ. შეგიძლიათ ისეთ პროგრამებს დაეუფლოთ, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში  სამსახურის დაწყებაშიც დაგეხმარებათ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top