ცუკერბერგი: WhatsApp-ი კორონავირუსზე ყველა ინფორმაციას მოგაწვდით

ეს პერსონა

კორონავირუსთან დაკავშირებით,  WhatsApp-ზე  ყოველდღიურად ახალ ინფორმაციას მიიღებთ.

აღნიშნულის შესახებ, მარკ ცუკერბერგი Fcebook-ის პირად გვერდზე იტყობინება. 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

"ჩვენ ვითანამშრომლეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) რათა, მიიღოთ ავტორიზებული ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, რომელიც პირდაპირ თქვენს WhatsApp-ზე  გამოიგზავნება.

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეტყობინებების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მიიღოთ მათი ყოველდღიური ვითარების ანგარიში, რომელშიც მოცემულია შემთხვევების უახლესი რაოდენობა მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით, ასევე რჩევები, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები, რომელებიც მარტივად შეგიძლიათ  გაუგზავნოთ მეგობრებს და  ოჯახის წევრებს.

 იმდენად ბევრ ადამიანს უნდოდა ამ ტიპის სერვისი, რომ სანამ ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადებდით, ბევრმა ადამიანმა უკვე გააზიარა ბმული WhatsApp-ის ქსელში და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე დარეგისტრირდა.

 თუ WhatsApp გაქვთ  დარეგისტრირებისთვის, უბრალოდ დააჭირეთ ამ ბმულს.", - წერს ცუკერბერგი.

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top